Accessibility links

3 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ლევან ადამია, რომლის დოკუმენტური ფილმის - "სომალის ტყვეების" ჩვენება 2 დეკემბერს გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში. დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი სომალელი მეკობრეების მიერ 2010 წელს გატაცებული ქართველი მეზღვაურების შესახებაა და ძირითადად მათ პირად მოგონებებსა და იმ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, რომელიც ტყვეების გათავისუფლებისას ახალი ზელანდიის სპეცდანიშნულების რაზმმა გადაიღო. ქართველი მეზღვაურების ტყვეობა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, რომელიც 500 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. დღეს ყველა მათგანი, გარდა გემის კაპიტნისა, ზღვას დაუბრუნდა და ძველებურად აგრძელებს საქმიანობას. გემის კაპიტანი მძიმე დაავადების გამო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG