Accessibility links

logo-print

ლიკა საჯაია ფარული მოსმენების შესახებ


რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მიმართეს სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. კერძოდ, კამპანია მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე შსს-ს პირდაპირ წვდომას ასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG