Accessibility links

logo-print

ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმასა და მოსამართლეებზე


9 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე. ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ პარლამენტს შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა მოსამართლეების დასაცავად - რომ ისინი არ იყვნენ დამოკიდებული ცალკეული პირის ნებაზე, არამედ - სისტემაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების (და არა მხოლოდ) ამბავმა მოსამართლეებს დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდა გაუჩინა. ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია უკეთესი კომუნიკაცია პროცესის მონაწილეებს შორის.

XS
SM
MD
LG