Accessibility links

logo-print
13 აგვისტოს ჭიათურაში უბედურმა შემთხვევამ ორი მაღაროელი იმსხვერპლა.
აფეთქება ითხვისის მაღაროში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ამ დროისთვის
არსებული მონაცემებით, ითხვისის მაღაროს გაბურღვისა და აფეთქების შემდეგ
ამოხეთქა დიდი რაოდენობით გრუნტის წყალმა, რაც მაღაროელთა დაღუპვის მიზეზი გახდა. საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირი მომხდარისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს მაღაროს ადმინისტრაციას, რადგან უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად მან, როგორც პროფკავშირი ამტკიცებს, არ მიმართა პრევენციულ ზომებს. აქვთ თუ არა მაღაროელებს უსაფრთხო შრომის პირობები? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი რისკის ფაქტორი? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG