Accessibility links

logo-print

რუსუდან მირზიკაშვილი მცხეთაში მორატორიუმის გამოცხადებაზე


31 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი. მან ილაპარაკა მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე. ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე. "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ" დადგენილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, დადგენილება გულისხმობს მორატორიუმის შემოღებას მცხეთაში ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე.

XS
SM
MD
LG