Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ცისანა კიღურაძე


21 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური განვითარების საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცისანა კიღურაძე. ორგანიზაცია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა, საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების შესწავლასა და გადაჭრას ისახავს მიზნად, განსაკუთრებულ აქცენტს კი განათლების საკითხებზე აკეთებს. ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა პირველი კერძო ფონდი, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოტივირებულ ხელმოკლე სტუდენტებს სწავლის საფასურით ეხმარება. ამ ეტაპზე ფონდს ხუთი სტიპენდიატი ჰყავს და სამომავლოდ გაფართოებას აპირებს. სწორედ განათლების სფეროში არსებულ სირთულეებსა და იმ ბარიერებზე ლაპარაკობდა ცისანა, რომელთაც ხელმოკლე ოჯახებიდან წამოსული ბავშვები აწყდებიან საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG