Accessibility links

logo-print

ნიკოლოზ ლეგაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე


19 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი. მან ილაპარაკა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტსა და გამოძიების პროცესზე. ნიკოლოზ ლეგაშვილმა განმარტა სასამართლოს კომპეტენცია, მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფარგლები და არ გამორიცხა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას გაფართოვდეს პროკურორის ოფისის სამოქმედო ტერიტორია ან დროის მონაკვეთი. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო მოწმეთა დაცვის საკითხსაც. ნიკოლოზ ლეგაშვილმა ხაზი გაუსვა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პროცესი ხანგრძლივი იქნება.

XS
SM
MD
LG