Accessibility links

გიორგი კლდიაშვილი ღია პარლამენტის პროექტზე


8 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი. მან ილაპარაკა ღია პარლამენტის პროექტსა და იმ ვალდებულებებზე, რასაც ითვალისწინებს „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ 2015-2016 წლებისთვის. გეგმაში ლაპარაკია ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს, მაგალითად: საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივებას; კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებას და ა.შ.. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება.

XS
SM
MD
LG