Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია კობახიძე


11 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა პედაგოგების პროფესიული გამოცდების შედეგებზე. მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო სიურპრიზი ის ინფორმაცია, რაც 10 მარტს გავრცელდა პედაგოგების ბოლო გამოცდების შედეგებზე, რადგან მან იცის ამ სტატისტიკის ისტორია და მიზეზები. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ უსამართლობაა ამ ინფორმაციის გამო პედაგოგების მიმართ აგრესიული კრიტიკა. მაია კობახიძე თვლის, რომ პედაგოგებს დღეს სჭირდებათ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG