Accessibility links

მულტიმედიური ტურისტული რუკები ქართველი სტუდენტებისგან


19 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ნანა იაშვილი და სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი მიხეილ დარჯანია. ნანა იაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტების ჯგუფი აქტიურად მუშაობს ქალაქის იდენტობისა და კულტურის კვლევის მიმართულებით და ცდილობენ ინოვაციური მეთოდით შექმნან ალტერნატიული "მოგზაურის რუკები", რომლებიც კონკრეტული ურბანული სივრცის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული ფენების, ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესწავლისთვის გამოიყენება. როგორ ცვლის ტექნოლოგიები სახელოვნებო პროცესებს, რამდენად ამარტივებს ვირტუალური რეალობა უცხო გარემოს აღქმას, როგორ შეიძლება სხვადასხვა დისციპლინის გამოყენებით ქალაქებში მიმდინარე ურბანული პროცესების დაფიქსირება - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG