Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების ვარდისფერი საფრთხე


ქალების ვარდისფერი საფრთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:45:08 0:00

ვარდისფერი - ძუძუს კიბოსთან ასოცირებული ფერია მთელ მსოფლიოში, ოქტომბერი კი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. „ვარდისფერი ოქტომბრის“ მსოფლიო კამპანიაში საქართველოც არის ჩართული, რადგან ქალებში ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად საქართველოში, დაახლოებით, 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ეროვნული სკრინიგ ცენტრის ონკომამოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოტორი ნანა ტაბატაძე პროფილაქტიკური გამოკვლევების, სკრინიგის მნიშვნელობაზე საუბრობს, რადგან ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ამ დაავადების დამარცხების საშუალებას იძლევა. გენდერული ამბების კიდევ ერთი სტუმარი, ლია ხვედელიძე იმ სირთულეებზე ჰყვება, რომლის გადალახვაც მას ძუძუს მოკვეთის, ქიმიო- და სხივური თერაპიის ხანგრძლივი კურსის გავლისას მოუწია და როგორ დაეხმარა მას ამ პროცესში სკრინიგ ცენტრთან არსებული გამარჯვებულ ქალთა კლუბი. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG