Accessibility links

logo-print

მაკა გოგია და ქეთი სტვილია C ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის მორიგ ეტაპზე


10 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ქეთი სტვილია, "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერი და მაკა გოგია, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" შიდსის პროგრამის მენეჯერი. მათ ილაპარაკეს C ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის მორიგი ეტაპის დაწყებაზე. სკრინინგი 4 თვეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ქეთი სტვილიამ ილაპარაკა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ ხუთწლიანი სტრატეგიის მიზანია საქართველოში დაავადების გავრცელების 0,5%-მდე შემცირება. მაკა გოგიამ საყოველთაო სკრინინგით დაინტერესებისკენ მოუწოდა ყველას და არა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებს. სკრინინგში მონაწილეობისთვის "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს" მობილური ლაბორატორიები გადაეცა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება პატარა ქალაქების მოსახლეობის მოცვაც.

XS
SM
MD
LG