Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო კვახაძე ტერორიზმის საფრთხეზე


ალეკო კვახაძე ტერორიზმის საფრთხეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:29 0:00

24 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი. მან ილაპარაკა ტერორიზმის საფრთხესა და 23 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, რომელიც შეიცავდა მუქარასა და ძალადობისკენ მოწოდებას. ალეკო კვახაძემ განმარტა როგორც ამ მიმართვის ზოგიერთი შინაარსობრივი დეტალი, აგრეთვე მისი გავრცელების დრო და გარემო. "დილის საუბრების" სტუდიის სტუმარმა ილაპარაკა საქართველოში არსებულ რადიკალიზმის კერებზეც. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ნინო ზურიაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე. მან ილაპარაკა მედიის პასუხისმგებლობაზე ტერორისტების მიმართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. ნინო ზურიაშვილმა განმარტა, რომ მედია არ უნდა მოემსახუროს ტერორისტების პროპაგანდის ტირაჟირებას. "დილის საუბრებში" მოისმენთ აგრეთვე ბადრი ნაჭყებიას, "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოსაზრებებს დღეს არსებულ საფრთხეებზე.

XS
SM
MD
LG