Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ელისაშვილი შეწყალების კომისიის საქმეზე


18 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. მან ილაპარაკა გამოძიებაზე, რომელიც ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ალექსანდრე ელისაშვილი რამდენჯერმე დაიკითხა. 17 დეკემბერს მისი დაკითხვა პროკურატურაში 7 საათს გაგრძელდა. "დილის საუბრებში" ალექსანდრე ელისაშვილმა განმარტა ვის, როდის და რამდენჯერ მიმართა იმისათვის, რომ მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოსავლენად დაწყებულიყო გამოძიება. სტუმარმა ილაპარაკა იმ ხარვეზებზე, რომლებიც უკვე შენიშნა გამოძიების პროცესში და განაცხადა, რომ ეყოფა ძალა და ბოლომდე მიჰყვება საქმეს.

XS
SM
MD
LG