Accessibility links

logo-print

6 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მონაწილეობდა ანა ნაცვლიშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მან შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება "საქართველოს სახელით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ". ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის ზოგიერთ დეტალზე, განსაკუთრებით იმ ნაწილზე, სადაც წერია მედიის მუშაობის შესახებ და "მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი". ანა ნაცვლიშვილმა შენიშნა აგრეთვე, რომ 5 ნოემბრის განჩინებამ დაასწრო იმ გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის გამოქვეყნებას, რომლის უზრუნველყოფასაც ეხება განჩინება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG