Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური


8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე. ორგანიზაციის დაკვეთით მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლითაც გაირკვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაცია არის ძალიან პასიური. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება ცუდად არის ინფორმირებული მოსახლეობის საჭიროებებზე, მოქალაქეები კი სულ უფრო ნაკლებად იყენებენ თავიანთ უფლებას - იყვნენ ამა თუ იმ პრობლემური საკითხის დასმისა და გადაწყვეტის მონაწილეები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი რეკომენდაციაა - თვითმმართველობებმა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, უზრუნველყონ მოსახლეობა ინფორმაციით და ხშირად შეხვდნენ მათ საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსასაზღვრად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG