Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიფჩიური


5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, მიწვეული სპეციალისტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ". ინიციატივის მიზანია საარჩევნო სისტემის შეცვლა. პროექტის მიხედვით, "პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4 პროცენტს მაინც". პარლამენტში შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაშიც, ეს ცვლილება ძალაში შევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სწორედ ცვლილების ამოქმედების თარიღია ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაზეც კანონპროექტის ინიციატორებს აკრიტიკებენ პოლიტიკური ოპონენტები. გიორგი ჩიფჩიურმა აღნიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო ინიციატივა არ განხილულა სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიაში. 1 ოქტომბრიდან დაიწყო აღნიშნული ინიციატივის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი, რომელიც, სულ ცოტა, ერთ თვეს გასტანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG