Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კორნელი კაკაჩია


22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მან ილაპარაკა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო გამოკვლევის შედეგებზე. ამჯერად "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ასახავდა მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოპოვებულ ინფორმაციას. სულ საქართველოს მასშტაბით 1881 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კორნელი კაკაჩიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი გამოკვლევები განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ხედავენ - რა არის ამომრჩევლისთვის პრიორიტეტული. უმნიშვნელოვანეს საკითხთა ჩამონათვალში პირველი სამეული ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. მე-10 ადგილზეა "რუსეთთან ურთიერთობა", მე-14-ზე - "ნატოში გაწევრიანება" და მე-16-ზე - "ევროკავშირში გაწევრიანება". თუმცა პოლიტოლოგმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიტიკური ელიტა ამომრჩევლის შეხედულებების გაუთვალისწინებლად განსაზღვრავს დღის წესრიგს. კორნელი კაკაჩიამ, NDI-ს გამოკვლევის შედეგების ფონზე, ილაპარაკა საარჩევნო წლის სპეციფიკაზეც.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG