Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ცუცქირიძე


3 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის" (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მან ილაპარაკა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2 დეკემბრის განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს საკითხს დიდი ადგილი ეთმობა. ტექსტში აღნიშნულია: "2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი "გაწევრიანების სამოქმედო გეგმით", რაც არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ და მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტის მიმართ. მივესალმებით 2008 წლის შემდეგ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ბერკეტს საბოლოო წევრობისთვის". ლევან ცუცქირიძემ ილაპარაკა აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გააზრების მნიშვნელობაზე.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG