Accessibility links

logo-print

15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პერსპექტივაზე. ნიკა ჯეირანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ ეტაპზე დაზარალებულების როლსა და უფლებაზე - 13 ნოემბრამდე წერილობით მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ნიკა ჯეირანაშვილმა აღნიშნა, რომ დანაშაულების მსხვერპლის ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება და რით დასრულდება გამოძიება, თუკი მის წარმართვაზე პროკურორის მოთხოვნას დააკმაყოფილებს მოსამართლეთა პალატა. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ მედია უნდა მოერიდოს იმ პირთა გასაჯაროებას, ვინც შესაძლებელია, მომავალში მოწმედ წარდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG