Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: სალომე ზურაბიშვილი


21 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ირანის საკითხზე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი კოორდინატორი. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის პირველი ნაწილი შეეხებოდა ირანის საკითხს - ირანისთვის გაეროს სანქციების მოხსნის შესახებ 16 იანვრის გადაწყვეტილებას, მის მნიშვნელობასა და წინმსწრებ მრავალწლიან პროცესს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე გაახლებულ კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებსა და საარჩევნო წლის სირთულეებზე. სალომე ზურაბიშვილი შეეხო "გაზპრომთან" მოლაპარაკებების თემასაც.​

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG