Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ აბაზაძე


12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო თამარ აბაზაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) იურისტი. მან ილაპარაკა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ორ საქმეზე, რომელზეც საია მომჩივან მხარეებს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობამ ცალმხრივი დეკლარაციის ფორმით აღიარა დარღვევების შესახებ, რის საფუძველზეც გასულ კვირაში ევროსასამართლოში შეჩერდა წარმოება ამ საქმეებზე. ლაპარაკია ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევასა და 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარებაზე. ასეთ ვითარებაში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დააკვირდება ევროსასამართლოს განჩინების აღსრულებას. თამარ აბაზაძემ შენიშნა, რომ ბოლო ხანს ტენდენციად იქცა საქართველოს მთავრობის მიერ ცალმხრივი დეკლარაციით ან მეგობრული მორიგების საფუძველზე ამა თუ იმ საქმის საქართველოს სასამართლო სივრცეში დაბრუნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG