Accessibility links

logo-print

ვახტანგ ძაბირაძე მთავრობის ცვლილებაზე


28 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი. მან ილაპარაკა სამთავრობო ცვლილებების პროცესის ფორმალურ და არსებით მხარეებზე. დღეს პარლამენტის კომიტეტები და პოლიტიკური ჯგუფები მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებს. 29 დეკემბერს კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობაა დაგეგმილი. ვახტანგ ძაბირაძემ მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა წინასაარჩევნო კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის შეცვლას ის აფასებს როგორც ერთ ნაბიჯს ამომრჩევლების გულაცრუებული ნაწილის მისამხრობად, რომელსაც ხელისუფლებისგან უნდა მოყვეს სხვა ცვლილებები და გადაწყვეტილებები. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა სხვადასხვა ფაქტორზე, რაც ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის პრობლემას ქმნის. ვახტანგ ძაბირაძემ ხაზი გაუსვა ე.წ. "პოლიტიკური ელიტის" არსებობის მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG