Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად ქორიძე


30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი. მან ილაპარაკა ინტერნეტის თავისუფლებაზე საქართველოში. ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ ინტერნეტი არა ვირტუალური, არამედ ცხოვრების რეალური სივრცეა და თავისუფლებების დაცვა ამ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია. სტუმარი თვლის, რომ საქართველო უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის კონსტიტუციით განმტკიცებული ფუნდამენტური უფლება იყოს. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო 29 ოქტომბერს მორიგი ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების თემასაც და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფარული ჩანაწერების კანონიერება-უკანონობის დადგენის მნიშვნელობას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG