Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ კვარაცხელია და თამარ ლუკავა


20 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნიკოლოზ კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და თამარ ლუკავა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მათ ილაპარაკეს პენიტენციარულ სისტემაში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშზე. ანგარიში მომზადდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. ნიკოლოზ კვარაცხელიამ ილაპარაკა გამოკვლევის მეთოდოლოგიასა და ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებზე, რომლებიც გამოვლინდა საჩივრების განხილვის მექანიზმის შესწავლისას. ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მან დაასახელა პროცესის კონფიდენციალურობ​ის დაცვა, პატიმრების ინფორმირებულობა მოთხოვნა/საჩივრის უფლებაზე. თამარ ლუკავამ აღნიშნა, რომ პატიმრების ნაწილი არჩევს ადვოკატის და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის წარმომადგენლების დახმარებით მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. ასეთ შემთხვევებში თავისთავად ხდება პროცესის მონიტორინგიც. თამარ ლუკავას თქმით, პატიმრები ხშირად ჩივიან ჯანდაცვის საკითხებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG