Accessibility links

მოსახლეობა სკვერის დასაცავად გამოვიდა


თბილისში მოსახლეობა ფარნავაზის ძეგლთან არსებული სკვერის დასაცავად გამოვიდა. ისინი სკვერის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ამ ადგილს გაუქმებული სტატუსი (რეკრეაციული ზონა N 1) დაუბრუნდეს. ამ სტატუსის მქონდე ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალულია. სკვერი მდებარეობს ძველ ქალაქში, მდინარე მტკვრის ნაპირას. სკვერიდან იშლება ძველი თბილისის პანორამა, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდის.

XS
SM
MD
LG