Accessibility links

logo-print

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ერაყსა და ავღანეთში


ერაყი

ერაყი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ეხმარება ერაყს რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში ბაღდადის მთავრობასთან შეთანხმებით. ლავროვის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონის გაერთიანება. მან განაცხადა, რომ ბაღდადის ცენტრში ახალი სადაზვერვო ცენტია შექმნილი, რომელშიც რუსეთი, ერაყი, ირანი და სირიაა გაერთიანებული, და ის ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ერაყის პარლამენტში 13 ოქტომბერ განაცხადეს, რომ მათ ისლამისტური დაჯგუფების დაბომბვა სწორედ სადაზვერვო ცენტრის მხარდაჭერით დაიწყეს. ლავროვის თქმით, სირიის გარდა რუსეთისთვის არ მიუმართავს არცერთ სახელმწიფოს ოფიციალური სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ერაყსა და ავღანეთში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG