Accessibility links

logo-print

ფარული მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა


შესაძლებელი იყო თუ არა „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონპროექტში პრინციპულად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მის დამტკიცებამდე და მოსალოდნელია თუ არა კანონი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს საგანი გახდეს? ამ საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 28 ნოემბერს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით ცნობილი კანონპროექტების პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის დღეს, როდესაც ფარული მოსმენების გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვების პერსპექტივა დაინტერესებულ პირთა ერთმა ნაწილმა გააპროტესტა - მათ შორის, დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

იმდენად განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, რომ კანონის გაკეთილშობილებისათვის ცვლილებებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ასე ახსნა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტისგანხილვაში მონაწილეობაზე უარის მიზეზი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა:

„არ არის განსაკუთრებული ინტერესი განსხვავებული აზრების მოსმენის. ეს რამდენიმე დღეა, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებული აზრების გამოხატვის რეჟიმში ვიყავით და ამიტომ ქალბატონ ეკას არ შევუქმნი დისკომფორტს და წარმატებები ვუსურვე მათ ამ კანონის მშვიდად განხილვაში“.

მგონია, ამ კანონის განხილვაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ მახინჯი სისტემიდან ჩვენ კარგ კანონს ვერ გამოვიყვანთ...

დეპუტატ თინა ხიდაშელის გარდა, ფარული მოსმენებისა და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან წვდომის საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ასევე ახალი ოპოზიციური ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ისინი, კანონპროექტთა პაკეტის მთავარი პრინციპების გარდა, იურიდიული ხასიათის ხარვეზებზეც მიუთითებდნენ. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:

“მგონია, ამ კანონის განხილვაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ მახინჯი სისტემიდან ჩვენ კარგ კანონს ვერ გამოვიყვანთ“.

რაც შეეხება სისტემას, 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც დეპუტატ ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა და რომელიც ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობდა. ამ კანონპროექტისგან განსხვავებით, დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა მეორე კანონპროექტთა პაკეტმა, რომელიც ეგრეთ წოდებული ორი გასაღების პრინციპს ეფუძნება - კერძოდ, აქტით, რომელსაც გამოსცემს მოსამართლე, გადაუდებელ შემთხვევაში კი - პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რთავს მოსმენის აპარატურას. პროცესში, როგორც მაკონტროლებელი რგოლი, ერთვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

კანონპროექტის ამ ვერსიის შერჩევას და გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას 28 ნოემბერს კმაყოფილებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მანამდეც არაერთხელ საჯაროდ გამოხატა, რომ სწორედ ამ სისტემას ლობირებდა:

კონცეფცია იმის შესახებ, რომ ძლიერი პოლიცია ეს არის ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა, არასწორია, მეგობრებო! ძლიერი პოლიციიდან პირდაპირი გზა ძლიერ სახელმწიფომდე არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე, ძლიერ ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე...

„მინდა მივესალმო პარლამენტის მიერ - უმრავლესობის მიერ - მიღებულ სწორ და გონივრულ, სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო, მართლაც, ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შემუშავებულ იქნა პარლამენტის მიერ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი“.

თუმცა მოსმენების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვების საკითხისათვის წერტილის დასმის სულ სხვა ხედვა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მან კოლეგებს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შეახსენა და სწორედ ამ დაპირებების შესრულებისათვის ზრუნვისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში მან, პოლიციის გაძლიერების ნაცვლად, მისი და პროკურატურის გადაუდებელი ფუნდამენტური რეფორმირება მოითხოვა:

„კონცეფცია იმის შესახებ, რომ ძლიერი პოლიცია ეს არის ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა, არასწორია, მეგობრებო! ძლიერი პოლიციიდან პირდაპირი გზა ძლიერ სახელმწიფომდე არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე, ძლიერ ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე, ძლიერ ბიზნესსექტორზე, ძლიერ პარლამენტზე, ძლიერ მთავრობაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე, ძლიერ პიროვნებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ვიღაცა აქ სახელმწიფოს აშენებს და ვიღაცა აქ არ ფიქრობს ამ თემებზე და სულ ერთია მისთვის, ოღონდ საქმე რამე ჩამოინგრეს და დაინგრეს. სწორედ პირიქითაა, შესაძლოა, საქმეები“.

ეს არის, პირიქით, უფრო რეგრესული კანონპროექტი. მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები...

უკომპრომისო დარჩა სამოქალაქო სექტორი, რომელიც, „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში, 28 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბა, მომავალში კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას დედაქალაქშიც აპირებს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყო:

„ეს არის, პირიქით, უფრო რეგრესული კანონპროექტი. მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები და აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ უკანონო და შეუზღუდავი მოსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაძლებელი“.

არასამთავრობო სექტორს სოლიდარობას უცხადებს ასევე საქართველოს სახალხო დამცველი. სამოქალაქო საზოგადოებას და, ზოგადად, საზოგადოების დიდ ნაწილს - მათ შორის, პოლიტიკოსებს - ახლა ყურადღება მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოსალოდნელ რეაქციაზე გადააქვს. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს - მათ შორის, პრეზიდენტმა მას შესაძლოა ხელი არ მოაწეროს. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ, იმიტომ რომ პრეზიდენტი ფილოსოფოსია და ლოგიკაში კარგად არის გარკვეული“.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი, თავის მხრივ, ვეტოს შემთხვევაში, მისიდაძლევის პრობლემას ვერ ხედავს:

„ვეტოს დაძლევას სჭირდება 76 ხმა. ანუ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ვეტოს უფლებით ისარგებლოს, მე ვფიქრობ, თუ უმრავლესობაში ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვეტოს დაძლევაც იქნება შესაძლებელი“.

პარლამენტმა 28 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და73 ხმით დაამტკიცა. ამით იგიჩაეტია საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის განკუთვნილ ერთთვიან ვადაში. გიორგი მარგველაშვილის მიერ 31 ოქტომბერს დადებული ვეტოს თანახმად, პარლამენტს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები 1 დეკემბრამდე უნდა მიეღო.

XS
SM
MD
LG