Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დანგრევის საფრთხე ემუქრება მოსულის კაშხალს


ერაყში დანგრევის საფრთხე ემუქრება მოსულის კაშხალს, მისი დანგრევის შემთხვევაში კი დაიტბორებოდა ტერიტორია, რომელზეც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. ასეთი საფრთხეა ასახული აშშ-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 9 თებერვალს წარმოადგინა ერაყის პარლამენტმა. კაშხალი აგებულია არამყარ ნიადაგზე, რომელიც ეროზიას განიცდის. გარდა ამისა, არ ჩატარებული მისი ტექნიკური შემოწმება, როცა ნაგებობა 2014 წელს მოკლე ხნით დაიპყრო ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". შედეგად კიდევ უფრო გაუარესდა კონსტრუქციის მდგომარეობა. კაშხლის მშენებლობა 1984 წელს დასრულდა. მის გამაგრებაზე კვლავ ზრუნავენ მას შემდეგ, რაც განდევნეს „ისლამური სახელმწიფო", მაგრამ ზომები საკმარისი არ არის, რადგან "ისლამური სახელმწიფო" ინარჩუნებს კონტროლს ახლოს მდებარე საწარმოზე, რომელშიც ამზადებენ კონსტრუქციის გასამაგრებელ ბეტონს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კაშხლის დანგრევის შემთხვევაში წყლის მძლავრი ტალღა გადაუვლის, მაგალითად, 65-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ მოსულს, სადაც 700 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსულის კაშხალი მდინარე ტიგრზეა აგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG