Accessibility links

logo-print

როგორ „გააკეთო“ ათიანი


პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. სულ მალე რიო-დე- ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრებიან ტყვიის მსროლელები − ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი, ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიადებისთვის უცხო არ არის ოჯახის წევრთა ერთად მონაწილეობა, მაგრამ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად მოხდება, რომ მონაწილეთა შორის დედა და ვაჟი იქნებიან. ილიმპიადაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის მონაწილეობა იმითაცაა უნიკალური, რომ დედა-შვილის დამრიგებელია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე − ნინოს მამა და ცოტნეს ბაბუა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG