Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმეთა დაკითხვის წესი - რას ვერ ელევა ხელისუფლება?


ნინო ელბაქიძე, სოფო ვერძეული
ნინო ელბაქიძე, სოფო ვერძეული

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელიც შეეხება გამოძიებისას მოწმის გამოკითხვა/დაკითხვის წესს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტის მიზანია, გამოძიებისას მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული პირის გამოკითხვისა და მოწმის დაკითხვის მექანიზმის დახვეწა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რომელთა გამოც დღემდე ისევ 1998 წლის სისხლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკითხვის წესი დროებით მოქმედებს“. არასამთავრობო ორგანიზაციები კი სწორედაც იმას უწუნებენ კანონპროექტს, რომ ის, ცვლილებების ფონზეც, მნიშვნელოვანწილად წარსულში ტოვებს პროცესს. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია კოალიციის წევრები ნინო ელბაქიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი და სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG