Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში რვა ჯარისკაცი დაიჭრა


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიჭრა რვა ჯარისკაცი. სამხედრო პრესმდივნმა, ანდრეი ლისენკომ აღნიშნა, რომ რვავე დაიჭრა დონეცკის რეგიონში, სადაც განვლილი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 53 იერიში აღირიცხა. ამ ინფორმაციის ფონს ქმნის შეშფოთება ზავის დარღვევის ბოლოდროინდელი შემთხვევების გამო. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში შეტაკებების დაწყების შემდეგ დაღუპულია 9100-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG