Accessibility links

31 ოქტომბერს შევიტყობთ, შეინარჩუნებს თუ არა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. თუ მოახერხა, ეს პირველი შემთხვევა იქნება სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, როცა მოქმედი ჩემპიონი უძლიერესის წოდებას კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნებს. და საერთოდ, 31 ოქტომბრის ფინალური მატჩი (ახალი ზელანდია - ავსტრალია) ისტორიულია ნებისმიერ შემთხვევაში: ვინც უნდა გაიმარჯვოს ტრადიციულ მეტოქეთა ამ დაპირისპირებაში, ის იქნება პირველი გუნდი, რომელიც მესამედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. როგორია პროგნოზები? ამ და ფინალურ მატჩთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა შეკითხვით მივმართე დავით კაკაბაძეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG