Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმის ინსტიტუტი: ბირთვული არსენალი ნელ-ნელა მცირდება


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისი. ვენა
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისი. ვენა

შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ცენტრის (SIRI) თანახმად, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები, აშშ და რუსეთი ნელი ტემპით ამცირებენ ბირთვულ იარაღს და ამასთან ბირთვული წარმოების მოდერნიზებას ახდენენ.

13 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2016 წლის დასაწყისისათვის ცხრა ბირთვულ სახელმწიფოში 455-ით ნაკლები ბირთვული ქობინი იყო, ვიდრე გასულ წელს. აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას მთლიანობაში 15.395 ბირთვულ ქობინი აქვთ. მათ შორის 4120 საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. სტოკჰოლმის ინსტიტუტის თანახმად რუსეთი ფლობს 7290 ბირთვულ ქობინს, აშშ - 7000. შემდეგ მოდიან საფრანგეთი - 300 და ჩინეთი -260 ბირთვული იარაღით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG