Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურორის მოადგილე მთავარი პროკურორობის კანდიდატია


ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე ირაკლი შოთაძე აირჩია. ირაკლი შოთაძემ 14 ხმიდან 13 მიიღო. ფარული კენჭისყრის პროცედურაში საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 14 მონაწილეობდა. როგორ წარიმართება მთავარი პროკურორის დამტკიცების პროცედურები და რა ნიშნით შეაჩერეს საბჭოს წევრებმა მასზე არჩევანი?

საპროკურორო საბჭოს წევრებმა, განმარტებებით თუ ვიმსჯელებთ,ირაკლი შოთაძეს მხარი მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების ნიშნით დაუჭირეს. როგორც საბჭოს წევრმა გიორგი გაბოძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს:

“ყურადღებით მოვუსმინე სამივე კანდიდატს. მინდა გითხრათ, რომ სამივე კანდიდატი იყო ღირსეული, მათთან მქონდა გარკვეული სახის კითხვები და ამ კითხვების შემდეგ მივედი ლოგიკურ არჩევნამდე. ჩემი რჩეული აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, აქვს ის თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს მთავარ პროკურორს“.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს უმრავლესობით შერჩეული ირაკლი შოთაძე 32 წლისაა. იგი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავარი პროკურორისმოადგილის პოსტს იკავებს, კარიერა პროკურატურაში მან 2006 წლის მარტიდან დაიწყო, 2010 წლიდან კი მუშაობა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. მთავარი პროკურორობის დანარჩენ კანდიდატებთან ერთად, მას საპროკურორო საბჭოს წევრების არაერთ შეკითხვაზე დახურულ კარს მიღმა მოუხდა პასუხის გაცემა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მას არჩევნებზე მისულმედიასთან არ უსაუბრია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ პროცესმა ობიექტურად, სამართლიანად ჩაიარა:

“ყველამ ნახა, მათ შორის, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო კენჭისყრა და ხმების დათვლის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ის, რომ პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, საპროკურორო საბჭოს წევრებს მიეცათ საშუალება ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ურჩევნიათ მათ, რომ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი“.

ჩვენ ბევრი გვინახავს ესეთი შემთხვევები, როდესაც განსაზღვრული ვადით დანიშნული პირები მაინც ყოფილან გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ თვითონ სისტემაა ისეთი, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ბერკეტებით მასზე ზემოქმედება. და სულ თავი რომ დავანებოთ ამ სისტემას, პროკურორის მოხსნის მექანიზმი, რომელიც მათ აქვთ ჩადებული, არის ისეთი, რომ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე შეიძლება ამ პირის მოხსნა...

საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს მთავარ პროკურორად შერჩეული ირაკლი შოთაძე, კანონის თანახმად, ჯერ კიდევ კანდიდატად ითვლება მანამ, სანამ მის კანდიდატურას ჯერ მთავრობა არ მოიწონებს, შემდეგ კი პარლამენტი არ უყრის კენჭს, თუმცა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორობის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი და პროკურატურის რეფორმის მთავარ ხარვეეზადაც სისტემის პოლიტიზება მიიჩნევა, სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ირაკლი შოთაძე პრაქტიკულად უკვე უნდა ჩაითვალოს მთავარ პროკურორად. დამტკიცების შემთხვევაში, კანონის თანახმად, იგი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროკურატურას.რაც შეეხებაამ თანამდებობაზე მისი პოტენციურიდამოუკიდებლობის ხარისხს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტისხელმძღვანელი გია გვილავა ფიქრობს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მთავარი პროკურორისპოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება ამ ეტაპზეშეუძლებელი აღმოჩნდა:

“ჩვენ ბევრი გვინახავს ესეთი შემთხვევები, როდესაც განსაზღვრული ვადით დანიშნული პირები მაინც ყოფილან გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ თვითონ სისტემაა ისეთი, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ბერკეტებით მასზე ზემოქმედება. და სულ თავი რომ დავანებოთ ამ სისტემას, პროკურორის მოხსნის მექანიზმი, რომელიც მათ აქვთ ჩადებული, არის ისეთი, რომ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე შეიძლება ამ პირის მოხსნა. ეს, დაახლოებით, იმპიჩმენტს ჰავს, ოღონდ სასამართლო არ გინდა. დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, მუნიციპალიტეტებში გამგებლებს რომ გაუკეთეს - როცა უნდათ, რომ მოხსნიან და როცა უნდათ, ისევ რომ დანიშნავენ“.

გია გვილავა ამბობს, რომ სისტემა იძლევა მანიპულაციების საშუალებას იმისთვის, რომ მმართველმაძალამ და ხელისუფლებამ მთავარ პროკურორზე ზემოქმედების საშუალება არ დაკარგონ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელი სოფო ვერძეული, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ პროკურატურის სისტემის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემის სრული დეპოლიტიზაციის ხელშეწყობა იყო, რაც არ მოხდა:

“ამ მიმართულებით განსაკუთრებულ საჭიროებას ვხედავდით მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის რეფორმაში. დღვანდელი წესი, რომელიც არეგულირებს მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხს, არის საკმაოდ ხარვეზული, ვინაიდან მასში მხოლოდ ორი წარმომადგენელი მონაწილეობს, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან -იუსტიციის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. გამორიცხულია ყველა სხვა სახელისუფლებო შტოს მონაწილეობა, მაგალითად, არამმართველი ძალების ჩართულობა ამ პროცესში. ამიტომ ნამდვილად მოქმედ წესს სჭირდებოდა ფუნდამენტური რეფორმა“.

რაც შეეხება უშუალოდ მთავარი პროკურორის კანდიდატურის არჩევნების დღეს და მონიტორინგს, რომელიც არასამთავრობო სექტორმა განახორციელა პროცესზე, დამკვირვებელთა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ კენჭისყრამდე საპროკურორო საბჭოს წევრების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის რეფორმის პროცესში შექმნილ ორგანოს, საპროკურორო საბჭოს, მთავარი პროკურორობის 7 კანდიდატს შორისპირადი გასაუბრებისა და კონსულტაციების საფუძველზე საკუთარი გადაწყვეტილებით შერჩეული 3 კანდიდატი 18 ნოემბერს წარუდგინა. ირაკლი შოთაძის გარდა, ეს კანდიდატები იყვნენ ადვოკატები ნანა რევაზიშვილი და ვლადიმერ გაბრიჩიძე. ნანა რევაზიშვილის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს, ვახტანგ გაბრიჩიძეს კი რეკომენდაცია მთავარი პროკურორის პოსტზე ქუთაისის უნივერსიტეტმა გაუწია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG