Accessibility links

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იქნება, თუ მას მთავარ პროკურორად აირჩევენ. ირაკლი შოთაძემ ეს სიტყვები წარმოთქვა დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. 19 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეარჩია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა. კანდიდატის არჩევის პროცესის დასრულება 26 ნოემბერს არის მოსალოდნელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG