Accessibility links

logo-print

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს


გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის სხდომაზე

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგშია ერთადერთი საკითხი, მთავრობის შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება. სამთავრობო პროგრამა, "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" დეპუტატებს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. პარლამენტისგან ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობას სჭირდება მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. მინისტრთა კაბინეტს და მის პროგრამას მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები.“ საქართველოს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება მთავრობას მას შემდეგ დასჭირდა, რაც 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG