Accessibility links

logo-print

მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად ორი სეპარატისტი დაიღუპა


მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეტაკებების შედეგად ორი სეპარატისტი დაიღუპა.

მხარეები 5 აპრილს შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რის შედეგადაც შეჩერდა მთიან ყარაბაღში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება. მაგრამ დღეს ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ღამით ზავის დარღვევაში. სეპარატისტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების ხაზის გასწვრივ. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა ჭურვები დაუშინა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს სომხეთის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც სომხეთის ჯარმა დაბომბა მისი პოზიციები მთიან ყარაბაღში. ეს რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG