Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის აშენდება დაპირებული მწვანე ბაღი?


ხარჯების ეფექტურობა და დანაკარგების დაყვანა მინიმუმამდე, წყლის მენეჯმენტი, ჯანსაღი გარემო შენობაში, ენერგიების მეორადი გამოყენება და თბური ტუმბოები სისტემაში – ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ახალ ენერგოეფექტურ ბაღს ექნება. მსგავსი პროექტი საქართველოს მაშტაბით პირველად ხორციელდება.

ახალციხის მე-4 ბაგა-ბაღში ენერგოეფექტური ბაღის მშენებლობის დაწყებას ელიან. მწვანე ბაღის აშენება სწორედ ამ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. იაძის #12-ში მდებარე ბაგა-ბაღის ამჟამინდელი შენობა ორი კორპუსისაგან შედგება. მათგან ერთი ავარიულია, ამიტომ ბაღი მხოლოდ ერთ ნაწილში ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სამი ჯგუფია. დაწესებულების მენეჯერი ამბობს, რომ სივიწროვის გამო ჯგუფების დამატება ვერ ხერხდება.

როდის აშენდება დაპირებული მწვანე ბაღი?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
გადმოწერა

ენერგოეფექტური მწვანე ბაღის აშენება გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც 4,5 მლნ. ლარი სჭირდება, თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ მოიძია. ამ დრომდე დონორების დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო ქალაქ ახალციხის მერიამ.

მწვანე ბაღის აშენების ვალდებულება ვლადიმერ ზედგინიძეს მერის პოსტის დაკავებისთანავე დახვდა. ქალაქის მერი ამბობს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ როდის – არ იცის.

ენერგოეფექტური ბაგა-ბაღის აშენების იდეა მოსწონს ოპოზიციონერ დეპუტატს, თუმცა ზურაბ სადათიერაშვილი ძვირად ღირებული პროექტის განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.

პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს ახალციხის საკრებულოს წევრს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან". ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ საპროექტო სამუშაოებში გადახდილი 40 000 ლარი არამიზნობრივად დახარჯული თანხაა.

ენერგოეფექტური ბაღის აშენების იდეა ქალაქ ახალციხის ყოფილ მერს, ამჟამად ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის. გიორგი კოპაძემ ჯერ კიდევ 2015 წლის პირველ მაისს განაცხადა, რომ თვითმმართველობა 400 აღსაზრდელზე გათვლილ მწვანე ბაღის აშენებას აპირებდა. შენობაში პირველი და მეოთხე ბაგა–ბაღისა და პირველი ბაღის აღსაზრდელები უნდა გადასულიყვნენ.

ახალციხის მერიამ საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, შპს „დაგენბახ ლენდსკეიპსი“ შეარჩია და ამისთვის 40 000 ლარიც გადაუხადა. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 7 ივნისს გაიმართა. ახალციხის მერიაში ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იმედოვნებდნენ, რომ ბაღის შენება 2016 წელსვე დაიწყებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG