Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაძემ პოსტი შეინარჩუნა, დუმბაძე პარტიიდან გარიცხეს


ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა დეპუტატმა - ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ კი საყვედური მიიღეს. პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული ამ გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერის განმარტებით, უზენაესი საბჭოს სამი წევრისთვის საყვედურის გამოცხადების მიზეზი არის ის, რომ მათ აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიასთან შეუთანხმებლად გააკეთეს. რაც შეეხება პარტიიდან მურმან დუმბაძის გარიცხვას, ამის მიზეზად ღარიბაშვილმა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, დუმბაძე გაფრთხილებული იყო, თუმცა, ის აჭარის მთავრობის საქმიანობაში მაინც ერეოდა. მურმან დუმბაძე და აჭარის უზენაესი საბჭოს რამდენიმე წევრი აჭარის მთავრობას უმოქმედობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა.

XS
SM
MD
LG