Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურმან დუმბაძე პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს


პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს. "როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მურმან დუმბაძე მთავრობის საქმიანობაში, საკადრო და სამთავრობო პოლიტიკაში, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ერევა, უნდა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ჩავერიო ხელისუფლების შორის ბალანსში, სახელისუფლებლო ურთიერთობებში, საკადრო პოლიტიკაში. მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს", - განაცხადა "ტელეიმედის" ეთერში მურმან დუმბაძემ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული ამ გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერის განმარტებით, უზენაესი საბჭოს სამი წევრისთვის საყვედურის გამოცხადების მიზეზი არის ის, რომ მათ აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიასთან შეუთანხმებლად გააკეთეს.

XS
SM
MD
LG