Accessibility links

logo-print

28 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე.

26 ივლისს ეკოლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა "მწვანე", რომელიც გარემოს დაცვის თემაზე შექმნილ ათობით ნამუშევარს აერთიანებს და იკავებს როგორც გალერეის, ასევე მის გვერდით მდებარე სკვერის სივრცეს. გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე იყო. რა როლი შეიძლება ითამაშოს თანამედროვე ხელოვნებამ მწვავე პრობლემების განხილვისა და მოგვარების საქმეში, რამდენად ეხება ქართველი არტისტების ნამუშევრები სოციალურ თემებს და რამდენად ღიაა საზოგადოება და კულტურული ინსტიტუციები მსგავსი ექსპერიმენტების მისაღებად - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG