Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი გვესაუბრებიან ბაქოს ევროპული თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მზადების მიმდინარეობის შესახებ და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც განიხილეს აღმასკომის ბოლო სხდომაზე.

იქნება სატელეფონო ჩართვები ჩაქვიდან - იქ მიმდინარეობს მოჭადრაკე ქალთა ევროპის პირველობა; გორიდან - პარასკევს საზეიმოდ დააჯილდოვეს ახალი ჩემპიონი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „დილა“; ბათუმიდან - სადაც ტარდება მოსწავლეთა ასპარეზობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია საფეხბურთო კლუბების ლიცენზირების აუცილებლობასა და პრობლემებზე თავის მოსაზრებას გაუზიარებს რადიომსმენელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG