Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასუფთავების ტარიფი განახევრდა


თბილისში ნოემბრიდან მარტის ჩათვლით შემცირებული ტარიფი იმოქმედებს. დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს დასუფთავების ახალი ტარიფი. საკითხი გუშინ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იყო განხილული. დეპუტატებს თბილისის მერიის ინიციატივა გააცნო დედაქალაქის მერის მოადგილემ, ტარიელ ხიზანეიშვილმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დასუფთავების გადასახადი ზამთრის სეზონზე 5 თვის განმავლობაში განახევრდება. ამ პერიოდში ყოველ დახარჯულ კილოვატსაათზე, მოსახლეობა 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრს გადაიხდის. შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში მერია ამ მიზნით სუბსიდიას გამოყოფს. „პრაიმ-ნიუსის“ ცნობით, საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას იმითაც ხსნიან, რომ მოსახლეობა 1 000-ლარიან ვაუჩერს ვეღარ მიიღებს.
XS
SM
MD
LG