Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეპატიტის გენდერული მხარე


ჰეპატიტის გენდერული მხარე
please wait

No media source currently available

0:00 0:45:02 0:00

დღესდღეობით 20-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100-დან მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საშიში ვირუსული დაავადების რისკი თანაბრად ვრცელდება ყველაზე, არის გარემოებები, რომელიც ამ დაავადებასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარად აისახება ქალებსა და კაცებზე. როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსული ჰეპატიტისგან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ორსულმა ქალებმა, როგორ მიდის C ჰეტატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა - ამ საკითხებზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, „გენდერული ამბების" კიდევ ერთი სტუმარი კი, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი იმის შესახებ ჰყვება, თუ რა ვითარებაა ჰეპატიტის გავრცელების მაღალი რისკის დაწესებულებებში, - სტომატოლოგიურ კაბინეტებში,სვირინგისა და სილამაზის სალონებში, - რომელთა აღრიცხვა და მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG