Accessibility links

logo-print

22 ივნისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ „ზიანის შემცირების საქართველოს“ ქსელის წარმომადგენელი მედეა ხმელიძე და „მსოფლიოს ექიმები - საფრანგეთის" საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის კოორდინატორი ინა ინარიძე. მათ ისაუბრეს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

სამოქალაქოს სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც მართავენ, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ მიდგომა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით სრულდება, უნდა შეცვალოს და გაიაზროს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. მედეა ხმელიძისა და ინა ინარიძის თქმით, პრობლემაა პრევენციული საფეხურების გამოუყენებლობაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG