Accessibility links

logo-print

მე ვარ ნასტასია არაბული, რადიო თავისუფლების გადაცემის, “თავისუფლების დილის” წამყვანი. პროფესიით ლინგვისტმა სოციოლინგვისტიკის კვლევის მაგივრად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ინტერნეტის შესაძლებლობები საკუთარ თავზე გამომეცადა, ჯერ პირადი ბლოგის წარმოება დავიწყე, შემდეგ დავაარსე საქართველოში პირველი მუსიკალური ჟურნალი „მუზამე“.

მერე სხვა ინტერნეტგამოცემებისთვის წერაც დავიწყე. 2013 წელს კი დავაარსე კიდევ ერთი ონლაინჟურნალი What i See. მისამართზე wis.ge დღესაც ნახავთ და წაიკითხავთ ამბებს კულტურასა და ადამიანის უფლებებზე.

ინტერნეტაქტივიზმმა ტრადიციულ მედიასთან მიმიყვანა. ვწერდი სტატიებს სხვადასხვა ბეჭდური გამოცემისთვის, 2014 წელს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერაქტიული პროგრამა “კომუნიკატორის” წამყვანი გავხდი.

„რადიო თავისუფლება“ ახალი გამოცდილებაა, რომელიც, იმედს ვიტოვებ, ჩემთვისაც და რადიომსმენელებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG