Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია კვანტალიანი და ქრისტინე ბებია სათემო ბაღის შესახებ


ნათია კვანტალიანი და ქრისტინე ბებია სათემო ბაღის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:13:39 0:00

11 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სათემო ბაღის შექმნის იდეის ავტორები ნათია კვანტალიანი და ქრისტინე ბებია. სათემო ბაღი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში კეთდება მოქალაქეების ინიციატივით და მოხალისეობრივ საწყისებზე და მისი მიზანია სამოქალაქო აქტივობის გაზრდა მწვანე პროცესებში, ეკოლოგიასა და ჯანსაღ კვებაზე აქცენტის გაკეთება. სათემო ბაღი იქნება ადგილი, რომელსაც ქმნიან და მოიხმარენ მოქალაქეები, აქ მოიყვანენ ბოსტნეულს, დარგავენ მცენარეებს, გამართავენ შეხვედრებს და ვოკშოფებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სივრცე ქალაქისა და საზოგადოებისთვის სიახლეა, ის არის ერთგვარი ექსპერიმენტი იმის გასარკვევად, რამდენად გადამდები აღმოჩნდება ერთი სათემო ბაღი სხვადასხვა სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის.

XS
SM
MD
LG