Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია ფირაშვილი


ნათია ფირაშვილი
ნათია ფირაშვილი
23 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნათია ფირაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების მონიტორინგი ომბუდსმენის აპარატს დაევალოს. 2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა, რამაც დიდი მოლოდინები და შესაბამისად ბევრი გამოწვევა მოიტანა. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, "ყველაზე დიდი მიღწევა ამ მიმართულებით იყო გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება. კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წელს და მას შემდეგ სახალხო დამცველის არაერთი გამოსვლისა თუ ანგარიშის მოთხოვნა სწორედ მისი რატიფიცირება იყო. 2013 წლის 26 დეკემბერს პარლამენტმა, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, 91 ხმით მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია.
please wait

No media source currently available

0:00 0:19:35 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG