Accessibility links

logo-print

ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს


ნატო ბაჩიაშვილი

ნატო ბაჩიაშვილი

საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში ნაჩვენები პროგრესის აღიარების მიუხედავად, უცნობია, თუ როდის გაწევრიანდება ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხემ, სისხლიანმა ტერაქტებმა პარიზში, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეები რუსეთთან კოორდინირებული სამხედრო მოქმედების აუცილებლობაზე დააფიქრა, რის გამოც დროებით უკანა პლანზე გადავიდა რუსეთის აგრესიული მოქმედება უკრაინაში. პოლიტიკური კრიზისი მოლდავეთში, რომელიც ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლებოდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებში, ამ ქვეყანაში პრომოსკოვური ძალების პოლიტიკური რევანშის საფრთხეს ქმნის. დაბოლოს, რუსეთსა და თურქეთს შორის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული დაპირისპირების ფონზე, იზრდება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის დესტაბილიზაციის საფრთხე. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ამ "ტურბულენტურ" ვითარებაში და რამდენად თანამიმდევრულად და ერთიანად მოქმედებს ევროკავშირი და ნატო, მისი პარტნიორი ქვეყნების გასაძლიერებლად და რუსეთის ინტერესთა დასაბალანსებლად, - ამ და სხვა თემაზე კობა ლიკლიკაძე პრაღაში ესაუბრა ნატო ბაჩიაშვილს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG